მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი და დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?

647df85d176d4
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.23 19:38
487
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით გამახვილდა. საუბარი შეეხო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოტენციალს და განხილულ იქნა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას ენერგეტიკის სექტორში.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდისთვის.

მთავრობის მეთაურმა ბეგენჩ გოჩმოლაიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქმენეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს ბეგენჩ გოჩმოლაევს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილიც შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას გაუსვეს ხაზი, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, ტურიზმი და სხვ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე საქართველო-თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ფორმატი დადებითად შეფასდა, რომლის მომდევნო სხდომაც თბილისში 6 ივნისს გაიმართება.

ხაზი გაესვა ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის, აგრეთვე საქართველოში თურქმენეთიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. ამასთანავე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთიდან ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები