მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტე უნივერსიტეტი“ - ახალი ბრენდი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

618a53c80a842
თათია ჩაფიჩაძე
09.11.21 15:04
3040
„თბილისის ღია უნივერსიტეტი“ საზოგადოების წინაშე სრულად განსხვავებული კონცეფციითა და განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებით წარდგება. 20-წლიანი ისტორია „ალტე უნივერსიტეტის“ ბრენდის ქვეშ გაგრძელდება, რომელიც სტუდენტების უწყვეტ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და შრომის ბაზარს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კადრებს მიაწვდის. უნივერსიტეტის სტუდენტები მულტიკულტურულ გარემოში ერთდროულად ისწავლიან, შექმნიან და პრაქტიკულად გაეცნობიდან იმ სფეროს სპეციფიკას, რომელსაც ისინი აირჩევენ. აქ მიღებული ცოდნა კი არ იქნება მხოლოდ თეორია. უფრო მეტიც, აქ გატარებული წლები იქნება უნიკალური გამოცდილება, რომელიც თითოეული მათგანის რეალური წარმატების საფუძველი გახდება.

ახალი სახელის და ლოგოს მიღმა სრულად იცვლება გუნდი და სწავლების სპეციფიკა, რაც უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეფასებით, სამომავლოდ იმის გარანტია, რომ მათი კურსდამთავრებულები სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით იქნებიან აღჭურვილები.



უნივერსიტეტის რებრენდინგზე იტალიურმა სააგენტომ (DINN) იმუშავა. სწორედ მათი დახმარებით შეიქმნა ახალი ქართული ბრენდი, რომელიც თანამედროვე, მეგობრულ, სასიამოვნო გარეგნობის მქონე საგანმანათლებლო სივრცეს მოიაზრებს და მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას - „ალტე უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევქმენით ქართულ სივრცეში ახალი, განსხვავებული, ნოვატორი და მრავლისმთქმელი საგანმანათლებლო ბრენდი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას, მაგრამ ამასთანავე არის მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე. თუკი გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, ალტე უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, დაგიჭერს მხარს, თუმცა მოითხოვს შენს ჩართულობასა და ძალისხმევას“, - აღნიშნავს DINN-ის დამფუძნებელი ანდრია ბორსეტო.

„ალტე“ ლათინური სიტყვაა და უმაღლეს წერტილს და ამ წერტილამდე მისასვლელ გზას ნიშნავს. მიგვაჩნია, რომ ეს სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების და ცოდნის მიღების გზა კი არ შემოიფარგლება არც იმ 12 წლით, რასაც ადამიანი სკოლაში ატარებს და არც იმ 4 წლით, რასაც უნივერსიტეტში სწავლას უთმობს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიწევდეს კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისკენ. ჩვენი უნივერსიტეტის სლოგანიც სწორედ ამას გამოხატავს - განათლება მუდმივი განვითარებისთვის.

რაც შეეხება ლოგოს, ზემოთ მიმართული ისარი გამოხატავს სტუდენტს, რომელიც განვითარების უწყვეტ გზას გადის, ხოლო დიდი ფიგურის ქვეშ მოთავსებული პატარა სამკუთხედი თითქოს მას მოძრაობის მუხტს აძლევს და ამაში ალეგორიულად იგულისხმება უნივერსიტეტი. ის არის ძალა, რომელიც სტუდენტს უქმნის ფუნდამენტს, აძლევს ბიძგსა და მოტივაციას, განვითარების გზაზე არასდროს გაჩერდეს.“ - განმარტავს „ალტე უნივერსიტეტის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ ამ მიზნის მიღწევას პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით გეგმავენ.

„ალტე უნივერსიტეტის“ გუნდი სწორედ იმ ლექტორებისგან კომპლექტდება, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად სტუდენტებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც ასწავლიან, ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სხვადასხვა პროფილის მქონე პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ზრუნავს კურსდამთავრებულების დასაქმებასა და მუდმივ განვითარებაზე.

„დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციის პარტნიორობას სტუდენტების გადამზადებისა და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდების კუთხით, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

გვსურს, უნივერსიტეტის ყველა სკოლაში ანტრეპრენერული მიდგომა დავნერგოთ რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან ინტენსიურად იმუშავებენ ლექტორები, რომლებიც კრეატიული ხედვების, სიახლეებისადმი ღიაობის გაღვიძებაზე იქნებიან ორიენტირებული და მათ სხვადასხვა იდეის განხორციელებაში დაეხმარებიან. უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი სტარტაპ გარაჟი კი რეალური ბიზნეს იდეების განხორციელებაში დაეხმარება ჩვენს სტუდენტებს“, - bm.ge-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა ანი ამირანაშვილმა.

უნივერსიტეტის ხედვები მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის განვითარებას არ მოიაზრებს. „ალტე უნივერსიტეტში“ ფიქრობენ, რომ ქვეყანას რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბად ქცევის პოტენციალი აქვს და ამ პროცესში თითოეულმა უნივერსიტეტმა თავის წვლილი უნდა შეიტანოს.

„ჰაბად გადაქცევა ერთი მხრივ გაზრდის განათლების ხარისხს და მეორე მხრივ უზრუნველყოფს ქვეყანაში მეტი საერთაშორისო სტუდენტის შემოსვლას რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.“

ახალი ბრენდის ქვეშ უნივერსიტეტი ოფიციალურად დღეიდან, 9 ნოემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.


(R)