მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არომატი" ბელგიაში პროდუქციის ექსპორტისთვის ემზადება

6083d1531b3e7
მარიამ იზორია
24.04.21 10:40
1709
ქართული ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი ბრენდი „არომატი“ ბელგიაში ექსპორტისთვის ემზადება. როგორც „არომატის“ დამფუძნებელი ნატა მიმინოშვილი Bm.ge-სთან აცხადებს, დაახლოებით, 35 დასახელების პროდუქტს, მათ შორის კომპოტს, ჯემს, მურაბას, ნატურალურ წვენს, აჯიკას, ალუჩის საწებელს ექსპორტზე აპრილის ბოლოს გაიტანს.

„ჩვენი პროდუქტი 2019 წელს სამხრეთ კორეაში გამოფენაზე წარვადგინეთ და ძირითადი დაინტერესება სწორედ აქედან წამოვიდა; ამჟამად მოლაპარაკებები ბელგიაში 5 ობიექტთან გვაქვს. ესენია: დიდი ქსელური მარკეტები და მოლები; აპრილის ბოლოს უკვე გავემგზავრებით, საჭირო კავშირების დამყარებას უმეტესად პირადი ძალისხმევით ვცდილობთ“, - ყვება ნატა მიმინოშვილი.

„არომატი“ ზაფხულში პარიზის გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღებასა და საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს.
ცნობისთვის: „არომატი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპირირებს. წარმოება კახეთში 4 ადამიანს ასაქმებს, ბრენდის დამფუძნებლის თქმით, საწყისი ინვესტიცია დაახლოებით, 10 000 ლარს შეადგენდა. „არომატის“ პროდუქტი ონლაინ, აგრომაღაზიებსა და მცირე მარკეტებში იყიდება. ბრენდი ნედლეულად ნატურალურ პროდუქტს იყენებს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, მაგალითად, „არომატის“ კომპოტებისა და წვენების ფასები 2.5 – 5 ლარამდე მერყეობს.