მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ზრდის 3 სცენარი ეროვნული ბანკისგან

612364edc97f4
BM.GE
23.08.21 20:10
1667
საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი გამოაქვეყნა. 

სებ-ის გათვლებით საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის 8.5%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ამავე სცენარში, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4%, 2023 წელს კი 5% იქნება.

რაც შეეხება სებ-ის ოპტიმისტურ გათვლებს, მიმდინარე წელს ცენტრალური ბანკი ეკონომიკის 10%-იან ზრდას მოელის. მათი გათვლებით 2022 წლისთვის რეალური მშპ-ს ზრდა 5%, 2023 წლისთვის კი 5,5% იქნება.

მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი წელ ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს, 2022 წელს ეს რიცხვი 2%, 2023 წლისთვის კი 4% იქნება.