02.დეკემბერი .2022 18:49

The Show – „თეატრის“ პირველი წარმოდგენის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

The Show – „თეატრის“ პირველი წარმოდგენის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
views 709
უკან

ახალი მულტიფუნქციური სივრცის, „თეატრის“ კარი მალე ფართო აუდიტორიისთვის გაიღება. პირველი წარმოდგენა, The Show 10 დეკემბერს ხელახლა გაიმართება. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 2 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. ვისაც გსურთ მიიღოთ უნიკალური გამოცდილება და იხილოთ შოუ ვახშმის თანხლებით დროა იჩქაროთ.

The Show რამდენიმე აქტად გაიმართება, საღამოს ბოლოს კი სივრცე DJ Set-ს დაეთმობა. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, თეატრის კორდე ბალეტი და ხელოვნების სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვა.

წარმოდგენაზე დასწრებისას გაგიმასპინძლდებიან გემრიელი ვახშმით, რომლისთვისაც მენიუ სპეციალურად შეირჩა, მოერგო შოუს ხასიათსა და ჟანრს. სწორედ ამიტომ კერძებიც წარმოდგენის ნაწილად იქცევა და ვახშმობისა თუ სანახაობაზე დასწრების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას მოგცემთ.

The Show-ს დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ბრენდ შეფი კი ალექს ნათაძეა.

„თეატრის“ პირველმა მასშტაბურმა წარმოდგენამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. გვიხარია, რომ ჩვენი პირველი სტუმრების გაოცება და მათთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელი საღამოს შექმნა შევძელით. მახარებს ისიც, რომ ახლა The Show-ს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნახავს და ერთდროულად ისიამოვნებს შთამბეჭდავი სანახაობითა და გემრიელი ვახშმით. რაც მთავარია, ეს მხოლოდ დასაწყისია და დამერწმუნეთ, ჩვენს სივრცეში კიდევ ბევრი დაუვიწყარი საღამოს მომსწრე გახდებით“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

თეატრი“ „წისქვილი ჯგუფის“ მიერ შექმნილი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება. ის 400-450 სტუმარზეა გათვლილი და ღიაა ნებისმიერი ტიპის სანახაობისა და პერფორმანსისთვის. თითოეული საღამოსთვის მენიუ „თეატრის“ სამზარეულოში შეიქმნება და ღონისძიების ხასიათს მოერგება. სივრცე ოფიციალურად 25 ნოემბერს, პირველი მასშტაბური წარმოდგენით – The Show-თი გაიხსნა.


NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა