მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორი მტერი არ არის - მცირე ჰესები დიდი ჰესების გარეშე ამინდს ვერ ქმნის“

62c05452e2b0f
ელენე გოგბერაშვილი
02.07.22 19:04
1037
„არ დაიქცევა ქვეყანა, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის, შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში გარემოზე ზიანი არ იქნება ისეთი, როგორსაც ასე ფერადად ხატავენ"- ამის შესახებ "რედაქტ2-ში" სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარე დიდი ჰესების (ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი) მშენებლობის თემაზე საუბრისას აცხადებს.

„ნამახვანი აუცილებლად უნდა აშენდეს. მცირე ჰესები ვერ ქმნის ამინდს, დიდი ჰესების გარეშე. გასულ წელს 6 მცირე სადგური შევიდა ექსპლუატაციაში 15,5 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, მაგრამ მოხმარება 2021 წელს 2020 წელთან შედარებით იმაზე მატად გაიზარდა, ვიდრე მცირე სადგირების გამომუშავება იყო, ამიტომ მეტი გვჭირდება. ქარის და მზის სადგურებასაც სჭირდება დაბალანსება, რადგან არამდგრადი წყაროებია, ამიტომ ელექტროსისტემას სჭირდება მძლავრი სადგურიდან მოხსნას ტვირთი და გადმოიტანოს იქ, სადაც ეს ობიექტი ადრე გამოიმუმაშვებდა, მაგრამ ახლა ვეღარ გამოიმუშავებს ენერგიას. ამის დაბალანსების წყაროც არის ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას.

არ დაიქცევა ქვეყანა, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის, შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში გარემოზე ზიანი არ იქნება ისეთი, როგორსაც ასე ფერადად ხატავენ. მაშინ დაქცეულა შვეიცარია, ავსტრია და ევროპის ბევრი ქვეყანა, სადაც არანაკლებ მძლავრი ელექტროსადგურებია“,-აცხადებს დავით ნარმანია.

რაც შეეხება ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს საზოგადოებაში, სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიალოგი უალტერნატივოა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ინვესტორი არ არის მტერი. ინვესტორს მოაქვს ფული, რომელიც მაკროეკონომიკური თვასაზრისითაც მნიშვნელოვანია, დასაქმების თავლსაზრისითაც, ენერგეტიკული სტაბილურობის და უსაფრთხოებისთვისაც და სოციალური ფონისთვისაც. ავიღოთ ნაჯახი და ვებრძოლოთ ინვესტორს ჩემი აზრით, გაუმართლებელია“,-ამბობს ნარმანია.

ესკოს ენერგობალანსის დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ 4 თვეში საქართველოს ეკონომიკამ 5 გიგავატი საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

მოხმარებასთან ერთად გაზრდილია ადგილობრივი ენერგო გენერაციაც, რამაც წელს 4.1 გიგავატ საათი შეადგინა, საიდანაც 2.6 გიგავატი ჰიდრო, 1.5 გიგავატი კი თბოელექტროსადგურების გამომუშავება იყო. მთლიანობაში ადგილობრივი გამომუშავება წელს 38%-ით გაიზარდა, საიდანაც თბოსადგურების გამომუშავების ზრდა 62%, ჰიდროელექტროსადგურების კი 27% იყო.