თუკი "ლიბერთის" ბარათით სარგებლობთ, ასეულობით სავაჭრო ობიექტში სტუმრობისას, საშუალება გეძლევათ გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოთ ანგარიშზე. ამაში "ლიბერთის" ლოიალობის პროგრამა ქეშბექი გეხმარებათ, თუმცა თუკი გადახდამდე ქეშბექის აპლიკაციაში ამ კონკრეტულ ობიექტს არ ააქტიურებთ, თანხის დაბრუნებაც ვეღარ ხერხდება. ამგვარმა ვერდაბრუნებულმა თანხამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თერთმეტ მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
თანხის ვერდაბრუნებასა და მის მიზეზებზე "ლიბერთის" ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოროღლიშვილი საუბრობს: „ქეშბექის ვერდაბრუნებას რამდენიმე მიზეზი აქვს, ჩვენს მომხმარებლებს ხან ქეშბექის აპლიკაცია არ აქვთ გადმოწერილი, ხან გადმოწერილი აქვთ, მაგრამ გადახდამდე აპლიკაციაში ამ მეგობარი ობიექტის აქტივაცია ავიწყდებათ ან სულაც, ჩვენი ბარათით ლიბერთის ნაცვლად სხვა ბანკის ტერმინალზე იხდიან“.
მისივე რეკომენდაციით, მომავალში მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად, მომხმარებელმა მობილურში ქეშბექის აპლიკაცია უნდა გადმოწეროს, აპლიკაციაში გაიაქტიუროს ის ობიექტი, სადაც რამის შეძენას გეგმავს და ლიბერთის ბარათით გადახდისას აუცილებლად მოითხოვოს ლიბერთის ტერმინალი.
ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობა ყოველდღიურად შემცირდება და მომხმარებლები მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ