2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით მეტია.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 87% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის, ხოლო სამი წამყვანი ბანკის მოგება სექტორის მოგების 91%-ს შეადგენს.
საქართველოში მოქმედი ბანკების წმინდა მოგება 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით:
| კომერციული ბანკი | წმინდა მოგება, მლნ ლარი |
| საქართველოს ბანკი | 355 მილიონი ლარი; |
| თიბისი ბანკი | 266 მილიონი ლარი; |
| ლიბერთი ბანკი | 25 მილიონი ლარი; |
| ბაზის ბანკი | 17 მილიონი ლარი; |
| პროკრედიტ ბანკი | 11 მილიონი ლარი; |
| კრედო ბანკი | 11 მილიონი ლარი; |
| ქართუ ბანკი | 8 მილიონი ლარი; |
| ტერა ბანკი | 8 მილიონი ლარი; |
| ხალიკ ბანკი | 5 მილიონი ლარი; |
| იშ ბანკ | 4 მილიონი ლარი; |
| ზირაათ ბანკი | 1 მილიონი ლარი; |
| პაშაბანკი | 1 მილიონი ლარი; |
| ვი–თი–ბი ბანკი | 1 მილიონი ლარი; |
| პეივბანკი | 0 მილიონი ლარი; |
| პეისერა | -0.3 მილიონი ლარი; |
| სილქ ბანკი | -1.3 მილიონი ლარი. |




























