მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?

ბანკები

საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში 19-მა კომერციულმა ბანკმა 2.564 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 428.8 მლნ ლარით, ანუ 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საბანკო სექტორის წმინდა მოგება

  • 2026 წლის 8 თვე - 2 564 621 000 ლარი + 20%
  • 2025 წლის 8 თვე - 2 13

ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ წმინდა მოგებით “საქართველოს ბანკი” ლიდერობს, რომელმაც 8 თვე 1.291 მლრდ ლარის მოგებით დახურა. მეორე ადგილს იკავებს „თიბისი“ - 936.8 მლნ ლარით, სამეულში შედის ბაზისბანკი. ამ ბანკმა იანვარ-აგვისტოში 97.19 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.

ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით / 2026 წლის 8 თვე

  • საქართველოს ბანკი - 1.291 მლრდ ლარი
  • თიბისი - 936.8 მლნ ლარი
  • ბაზისბანკი - 97.19 მლნ ლარი
  • ლიბერთი - 80.44 მლნ ლარი
  • კრედო - 57.57 მლნ ლარი
  • პროკრედიტი -25.72 მლნ
  • ქართუ - 24.86 მლნ ლარი
  • ტერა ბანკი - 21.21 მლნ ლარი
  • ხალიკ ბანკი - 16.73 მლნ ლარი
  • იშ ბანკი - 10.02 მლნ ლარი
  • მიკრობანკი კრისტალი - 10 მლნ ლარი
  • პეივ ბანკი - 8.59 მლნ ლარი
  • ზირაათ ბანკი - 6.38 მლნ ლარი
  • პაშაბანკი - 5.83 მლნ ლარი
  • მიკრობანკი ემბისი - 2.21 მლნ ლარი

19-დან 4 ბანკი ზარალზეა. ყველაზე დიდი 18.2 მილიონიანი ზარალი „სილქ ბანკს“ აქვს. ზარალიან ბანკებს შორის არიან „პეისერა“,“ ჰეშბანკი“ და „ვითიბიც“ .

ზარალიანი ბანკები / 2026 წლის 8 თვე

  • პეისერა (-1.60 მლნ ლარი)
  • ჰეშბანკი (-7.67 მლნ ლარი)
  • ვითიბი ბანკი (-2.65 მლნ ლარი)
  • სილქ ბანკი (-18.26 მლნ ლარი)

აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის აქტივების ჯამური მოცულობა 115.195 მლრდ ლარს აღემატება. შარშან ამ პერიოდში აქტივების მოცულობა 101.877 მლრდ ლარი იყო. აქტივების 75% ორ ბანკზე - "საქართველოს ბანკსა" და "თიბისიზე" მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები