საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ 7 თვეში 2.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-ივლისის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 388 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 1.1 მილიარდი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 816 მილიონი ლარით (+19% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 84 მილიონი ლარით (+42%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 9%-ით, 67 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო.
| # | ბანკები | 2026 წლის იანვარ-ივლისის შედეგები - მოგება | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | საქართველოს ბანკი | 1,118 მლნ ლარი; | 21% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 816 მლნ ლარი; | 19% |
| 3 | ბაზის ბანკი | 84 მლნ ლარი; | 42% |
| 4 | ლიბერთი ბანკი | 67 მლნ ლარი; | -9% |
| 5 | კრედო ბანკი | 50 მლნ ლარი; | 6% |
| 6 | პროკრედიტ ბანკი | 21 მლნ ლარი; | 22% |
| 7 | ქართუ ბანკი | 21 მლნ ლარი; | -10% |
| 8 | ტერა ბანკი | 18 მლნ ლარი; | 4% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 14 მლნ ლარი; | 42% |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 9.4 მლნ ლარი; | -5% |
| 11 | იშ ბანკ | 8.7 მლნ ლარი; | 1% |
| 12 | პეივბანკი | 6.9 მლნ ლარი; | 1207% |
| 13 | ზირაათ ბანკი | 5.4 მლნ ლარი; | 45% |
| 14 | პაშაბანკი | 4.8 მლნ ლარი; | 2014% |
| 15 | მიკრობანკი ემბისი | 2.0 მლნ ლარი; | -60% |
| 16 | პეისერა | -1.4 მლნ ლარი; | ბანკი გასულ წელს 0.8 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 17 | ჰეშბანკი | -6.9 მლნ ლარი; | ბანკი გასულ წელს 0.8 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 18 | ვი–თი–ბი ბანკი | -11.5 მლნ ლარი; | ბანკი გასულ წელს 0.8 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 19 | სილქ ბანკი | -16.2 მლნ ლარი. | ბანკი გასულ წელს 0.8 მლნ ლარის ზარალზე იყო |




























