მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლილო მოლი" მზად იყო, მაგრამ ვერ გაიხსნა" - BAG მთავრობას აკრიტიკებს

5ecbd5cbdd428
ინგა მურუსიძე
26.05.20 09:40
2245
კომპანიებისთვის რთულად ასახსნელია რატომ ვერ იხსნებიან... „ლილო მოლი“ მზად იყო, მაგრამ ვერ გაიხსნა, - ამის შესახებ BM.GE-ისთან საუბარში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

ის ამბობს, რომ „ლილო მოლმა“ შეიძინა თერმოსკრინინგის აპარატურა, მანქანების სადეზინფექციო ხსნარები, შესაბამისი ტექნიკა, თუმცა ეს ობიექტი არ გაიხსნა.

„ვსაუბრობთ არა მხოლოდ მოლებზე, არამედ სხვა დახურული ტიპის სავაჭრო ობიექტებზე, ესენია ღია ობიექტები, რომლებიც 25 მაისიდან უნდა გახსნილიყვნენ, მაგრამ ვერ გაიხსნენ. ასევე არის ობიექტები, რომლებიც მოლებშია განთავსებული, მაგრამ აქვთ ცალკე შესასვლელები. მაგალითად „გალერიში“ არის ასეთი H&M, ასევე „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიები. ასეთი ტიპის მაღაზიებს, ამ კომპანიებს ვერ ვუხსნით რატომ არ აქვთ მუშაობის შესაძლებლობა. ანუ, გამოდის, რომ ფორმალურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დაწესებულებებს მოლები ჰქვიათ, არ იხსნებიან. მაგალითად, „ისთ ფოინთში“, ვერ ვუხსნით „ელიტ ელექტრონიქსს“, რატომ არის დახურული, როცა მის მომიჯნავედ არსებული „დომინო“ და „კარფური“ ღიაა. საღი აზრი მოითხოვს, რომ ეს კომპანიები ამ კონკრეტულ ობიექტებზე უნდა მუშაობდნენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ის ამბობს, რომ ახლა უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგების და სხვა ადამიანების შრომის შედეგების კაპიტალიზაცია და კომპანიებს უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა, ადამიანის უსაფრთხოებისთვის დაწესებული სტანდარტებით.

„დავასახელებ „ლილო მოლს“, რომელიც ჩვენი წევრია და რომელიც მზად იყო 25 მაისისს გასახსნელად. შეიძინა თერმოსკრინინგის აპარატურა, მანქანების სადეზინფექციო ხსნარები, ტექნიკა, თუმცა მივიღეთ შედეგი, რომ ეს ობიექტი არ გაიხსნა. მიზანი, რაც საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა, ადამიანების უსაფრთხოება, ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ადამიანებისთვის ძალიან რთულია იმის ახსნა, რატომ არ ამუშავებენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ის განმარტავს, რომ საკითხზე ესაუბრა ბიზნესომბუდსმენს და პოზიცია არის ერთი - უნდა მოხდეს აღნიშნული დინამიკის შენარჩუნება, რომ მერე მოხდეს უფრო ინტენსიური გახსნა.

„მიდგომა არის ასეთი, რომ უნდა გაიხსნას მთლიანად სექტორი და მხოლოდ ერთი ბაზრობა ვერ გაიხსნება. ძირითადი მიზეზი არის რეგიონთან დაკავშირებული საფრთხეები ანუ ის, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდება. ჩვენი მიზანი, როგორც ბიზნეს ასოციაციის არის ის, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მაქსიმალურად მოხდეს მხარდაჭერა ბიზნესის, რომ ზიანი იყოს ნაკლები, რათა წელს თუ - არა, მომავალ წელს, პოზიტიურ ნიშნულზე გავიდნენ კომპანიები. ზოგადად, დაგეგმილზე ადრე ვხსნიდით ხოლმე ყველაფერს და ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, 25-ში უნდა გახსნილიყო ობიექტები და გადავდეთ. ვფიქრობ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და მეტი მუშაობა გვმართებს, რომ მათ პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.