მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

60fe89c8afa1e
თელარა გელანტია
26.07.21 14:12
856
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელდება.

როგორც სოფლის განვითრების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია, სრულად მოხდეს ვაშლის მოსავლის რეალიზაცია და ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი.

„პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

Bm.ge „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტს აზუსტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები