მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამით, 13,000 ტონამდე ვაშლი გადამუშავდა - სამინისტრო

ვაშლი
BM. GE
27.10.23 16:58
119

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამით, 13,000 ტონამდე ვაშლი გადამუშავდა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში, გადამუშავებულია 12,646 ტონა ვაშლი. ფერმერებმა 3,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 1,2 მლნ ლარს აღემატება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 24 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები