მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ფულადი შემოდინებები ძლიერ ზრდას აჩვენებს" – თიბისი კაპიტალი

5f7702a408d61
ელენე გოგბერაშვილი
02.10.20 23:05
2060

"ფულადი გადარიცხვები დადებით ზრდას განაგრძობს"- ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 20-26 სექტემბრის პერიოდში ფულადი გზავნილები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%- ით გაიზარდა.  



"შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან, რუსეთიდან.
 
შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით). შემოდინებების ზრდის ტემპი 20-26 სექტემბრის პერიოდში კვლავ უარყოფითი გახდა სომხეთიდან. შემოდინებების წლიური ცვლილება მეორე კვირაა უარყოფითია. 

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს"- ნათქვამია ანგარიშში.