მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაიას თქმით, ომი უკვე აისახა ისრაელიდან ტურისტების გადახდებზე - კლება 30-40%-ია

ისრაელის დროშა

“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, თიბისის საგადახდო ქსელში უკვე შეიმჩნევა ისრაელიდან ვიზიტორების საბარათე გადახდების კლება - ამის შესახებ ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ისრაელთან ეკონომიკურ კავშირებს შორის საქართველოში ყველაზე დიდი წილი სწორედ ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე მოდიოდა.

“ისრაელის წილი არის მატერიალური ტურიზმსა და გზავნილებში. ასევე საგულისხმოა რეგიონული კონცენტრაციის საკითხიც, სადაც შედარებით მაღალია ბათუმის წილი. ერთ და ორ დღეში ეს არ გამოჩნდებოდა თუმცა უკვე მოდის ინფორმაციები რომ უქმდება ჯავშნები და ასე შემდეგ. ასევე გადახდის არხებში უკვე გამოჩნდა შემცირება ისრაელის ბარათებით ოპერაციების მხრივ. შესაბამისად ისრაელიდან ტურისტების ხარჯვაში კლებაა 30-40%.

ეს კლება სხვადასხვა არხებიდან ბალანსდება, თუმცა ასევე კიდევ ერთი თემაა მიგრაცია, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, მცირდება,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ისრაელიდან 211,938 შემოსვლა აღირიცხა, უშუალოდ მესამე კვარტალში კი ისრაელიდან 90,269 პირი შემოვიდა, რითაც ვიზიტორთა სტატისტიკაში ქვეყნებს შორის მეოთხე პოზიცია დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები