მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი დოლარი შემოდის ისრაელიდან ფულადი გზავნილების სახით

დოლარი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ისრაელიდან ფულადი გზავნილები მაღალი ტემპით იზრდება. 2023 წლის სექტემბერში ისარელიდან საქართველოში 17 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. მთლიანად წლის 9 თვეში კი ისრაელიდან გზავნილებმა 158 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ეს თანხა წინა წელთან შედარებით 12 მილიონი დოლარით, ანუ 8.2%-ით მეტია. 

ფულადი გზავნილების ამ მაჩვენებლით ისრაელი ქვეყნებს შორის რიგით მეშვიდე ადგილს იკავებს. 

“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, მეტი დრო არის საჭირო, იმისთვის, რათა ისრაელში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე აისახოს.

ძირითადი გადაცემის არხები, რომლითაც ისრაელის ეკონომიკა საქართველოს უკავშირდება არის საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და FDI. 

შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ისრაელის მოქალაქეებმა მესამე კვარტალში საქართველოში 90 ათასი შემოსვლა განახორც

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები