მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები ₾629 მლნ-მდე გაიზარდა - რაზე ხარჯავდნენ ვიზიტორები?

ქუთაისის აეროპორტი

2026 წლის პირველ კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ 629 მლნ ლარი დახარჯეს, რაც საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31%-ით მეტია.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 27%-ით 1 268 ლარამდე გაიზარდა.

ეს ხარჯი ასე გადანაწილდა:

  • საყიდლები - 522 ლარი;
  • კვება - 302 ლარი;
  • განთავსება - 181 ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 130 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 60 ლარი;

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2026 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 641 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამ ვიზიტებიდან 329 ათასი ტურისტული ტიპის იყო, რაც საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 1.7%-იანი ზრდაა.

I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა, შემდეგ მოდის საყიდლები (32%), ხოლო მესამე ადგილზეა დასვენება და გართობა (20%).

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა, შესაბამისად, 172 ათასი და 89 ათასი ვიზიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები