2026 წლის 6 თვეში, საქართველოში რუსეთიდან 37.2 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რუსული ფულის უდიდესი ნაწილი, 71.8% უძრავი ქონების სფეროში ჩაიდო - კერძოდ, $26.7 მილიონი.
TOP-სექტორების სამეულშია მშენებლობის დარგი 4.8 მილიონი დოლარით და დამმუშავებელი მრეწველობა - $3.5 მილიონით.
დანარჩენ სექტორებში კი, რუსეთიდან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ დოლარს არ აღემატება:
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $907 000;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - $777 000;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $684 000;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - $411 000;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $300 000;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - $289 000;
- განათლება - $261 000;
- დანარჩენი სექტორები - $1,3 მლნ.
რაც შეეხება საწარმოებს, სადაც საქართველოში, მსხვილი რუსული პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა, საქსტატის მიხედვით, TOP-10 რუსული ინვესტორი კომპანიაა:
შპს ტომპსონი & ფრენჩი;
შპს სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში;
შპს ეკო რესურს ნატტექ;
შპს ლეგერო;
შპს დელივერი ტექნოლოჯის საქართველო;
შპს ხედი;
შპს ალიანსი ფრივილიჯი;
შპს გენ;
შპს აგროსექტორი;
შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ხე-ტყის დამამუშავებელი კომბინატი კალევალა.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
ცნობისთვის: 6 თვეში საქართველოში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 21%-ით ჩამორჩება.
























