მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ხის მასალის იმპორტი $15 მილიონამდე შემცირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

ხის მასალა

საქართველოში ხის მასალის იმპორტი შემცირდა და გაიაფდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 24 170 ტონა შეწებებული ფანერის, მოსაპირკეთებელი ფურცლების და სხვა ხის მასალის იმპორტის ღირებულებამ 15 მილიონი დოლარი შეადგინა.

იმპორტის ღირებულება წლიურად 7.2%-ით შემცირდა, მოცულობა კი 2.6%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს 4.7%-ით შემცირებულია იმპორტირებული 1 ტონა ხის მასალის საშუალო ღირებულებაც, რაც 622 დოლარს შეადგენს.

ხის მასალის მთავარი მომწოდებელი რუსეთია და იმპორტის შემცირებაც სწორედ ამ ბაზრიდან გადმოზიდვების კლებით არის განპირობებული. წელს საქართველომ 11 მილიონ 452 ათასი დოლარის ღირებულების 20 833 ტონა რუსული ხის მასალა შეისყიდა. კლება 25%.

მცირე, თუმცა გაზრდილია იმპორტი ლატვიიდან. ჯამში ამ ქვეყნიდან 9 თვეში 2 მილიონ 903 ათასი დოლარის 3 249 ტონა ხის მასალა შევიძინეთ.

შედარებით მცირე მოცულობებით იმპორტი თურქეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდანაც ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები