მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადავადდა „პარაგრაფ აბასთუმანის“ გახსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 76 მლნ-მდე გაიზარდა?

642d5f10a6799
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 09:00
3201
აბასთუმანში მარიოტის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ აბასთუმანის“ დასრულების თარიღმა 2025 წლამდე გადაიწია. ამის შესახებ BM.GE-ს ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომელიც 2020 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდიდან მსხვილი ტურისტული საინვესტიციო პროექტებით „ქართუ ფონდში“ გადაიტანა.

სასტუმროს დასრულების თარიღის ცვლილებასთან ერთად პროექტის ღირებულება 69 მლნ დოლარიდან 76 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნია, რომ პროექტის განხორციელების დაწყებისას მისი ღირებულება 60 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად, პროექტის ღირებულება ჯამში 16 მლნ დოლარითაა გაზრდილი.

„2023 წლის იანვრის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 76 მლნ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი იგივე სეგმენტზეა გათვლილი რაც ყველასთვის უკვე ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“. ბრენდის მახასიათებლებზე და დეტალებზე კი სასტუმროს გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ვისაუბრებთ და ყველა დაინტერესებულ პირს ინფორმაციას მივაწვდით“- აღნიშნავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

რაც შეეხება სასტუმროს დასრულების გადავადების მიზეზებს, ტურიზმის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროექტი პანდემიის გამო მოწოდების დაგვიანებით გადავადდა. ამასთან აღნიშნული სირთულის გამო ფონდი მთავარ აქცენტს „პარაგრაფ თბილისის“ გახსნაზეა ორიენტირებული და პრიორიტეტულად, მასალების მიწოდების ვადებს ამ პროექტთან მიმართებით აჩქარებდნენ.