მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეტკო“ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ - კონკურენციის სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო

64ae6921e7260
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.23 13:07
1844
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკოს“ საჩივარი დაუშვებლად ცნო - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საკითხი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“ და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს (შეთანხმებული ქმედება) ეხებოდა. კერძოდ, მომჩივანი სადავოდ ხდიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30-დღიანი ვადის დაწესებას და მიიჩნევდა, რომ ამით შეიზღუდა კონკურენცია.

„საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ მითითებული სადავო ტენდერები, ჩატარებული ბაზრის კვლევები და მიღებული ინფორმაცია/მტკიცებულებები შეისწავლა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა ორჯერ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ვერ დადგინდა ის კონკრეტული სუბიექტი, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუწესდა შეღავათი ან შეექმნა დომინანტური მდგომარეობა. საქმეში ასევე არ არსებობდა სარწმუნო მტკიცებულებები, რომელიც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს ხსენებულ 3 ეკონომიკურ აგენტს შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობის შესახებ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები