მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

6324c139edbc8
ნინო ტაბატაძე
16.09.22 23:00
1548

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარე „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე გახდა. ის საბჭოში ამ დრომდე, წევრის სტატუსს იკავებდა.

პოსტი ცოტა ხნის წინ გახდა ვაკანტური, მას შემდეგ რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ბირჟის საბჭო დატოვა.

მერი ჩაჩანიძე თიბისის გუნდს 2017 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის ბანკის მსხვილ, კორპორატიულ კლიენტებს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის თებერვალში, თიბისი კაპიტალის მმართველ დირექტორად დაინიშნა, ხოლო 2021 წლიდან თიბისი ბანკის საინვესტიცოო და WM მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

საფონდო ბირჟას ჰყავს ახალი დირექტორიც. გიორგი ფარესიშვილი ნინო ქურდიანმა ჩაანაცვლა. თავად ფარესიშვილი კარიერას უზბეკეთში აგრძელებს და უზბეკეთის რესპუბლიკის საფონდო ბირჟას ხელმძღვანელობს.