მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპენსიო სააგენტო“ დღეში 100 ათასიდან 500 ათასამდე დოლარს ყიდულობს - გოგა მელიქიძე

625141efafc07
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 12:20
7698
2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის „საპენსიო სააგენტო“ პორტფელის 20 პროცენტს დოლარში აწარმოებს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.

„დღის მანძილზე „საპენსიო სააგენტო“ 100 ათასიდან 500 ათასამდე დოლარს ყიდულობს, თუმცა არის ისეთი დღეები, როდესაც ეს რიცხვი მილიონსაც სცდება, ეს ბაზრის დინამიკაზეა დამოკიდებული. 31 მარტის მდგომარეობით, მთელი პორტფელის 4,2 პროცენტი გვქონდა გადოლარებული, დღეის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 8 პროცენტამდეა გაზრდილი. ჩვენ ვყიდულობთ დოლარს ისე, რომ ლარის გამყარებას ხელი არ შევუშალოთ“ - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

მისივე თქმით, „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო სტრატეგია იქნება ის, რომ წლის მეორე ნახევარში პორტფელის 60 პროცენტი სადეპოზიტო სერთიფიკატები იქნება, დაახლოებით 20 პროცენტამდე იქნება დოლარში დენომირილებული ფასიანი ქაღალდები, ეს არის გლობალური აქციები, ხოლო დანარჩენი 20 პროცენტი სახაზინოები და ქართული კორპორატიული ობლიგაციები იქნება.

„არ დაველოდებით დოლარის გარკვეულ მოცულობამდე ასვლას და მერე შეძენას, ჩვენ უმოკლეს დღეებში ვგეგმავთ გლობალური ინდექსის შეძენას და ეს მოხდება პარალელურ რეჟიმში“ - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.

„საპენსიო სააგენტომ“ 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება. სააგენტოს 2.2 მილიარდიან პორტფელში დანაზოგების ინვესტირებიდან 320 მილიონ ლარამდე სარგებელი დაგენერირდა.