მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო აქტივების ღირებულება 2.95 მლრდ ლარია - რამდენია წმინდა ამონაგები?

63be73315e926
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.23 12:34
5529
2023 წლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.95 მილიარდი ლარია - აღნიშნულ ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ დეკემბრის თვის ანგარიშშია მოცემული.

მათი ცნობით, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 438 მილიონი ლარია.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 2.0% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 63.0% არის განთავსებული.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისთვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 7,546,950.01 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები