მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივნისიდან საპენსიო შენატანის დარღვევისთვის დამსაქმებლები და დასაქმებულები 500-500 ლარით დაჯარიმდებიან

საპენსიო

1 ივნისიდან საპენსიო შენატანის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის დამსაქმებლები და დასაქმებულები 500 ლარით დაჯარიმდებიან.

საპენსიო სააგენტომ „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“ უკვე დაამტკიცა.

წესის მიხედვით სააგენტო შეძლებს დამსაქმებლების/ დასაქმებულების და თვითდასაქმებულების შენატანების შემოწმებას, როგორც საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების, ასევე ზედმეტი შენატანების გამოვლენის მიზნით.

პარალელურად 1 ივნისიდან ძალაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლი, რომლის მიხედვით, კომპანიის (დამსაქმებლის) მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.

დასაქმებულის შემთხვევაში, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის გამოვლენა პირველ ჯერზე გაფრთხილებას მოიცავს, ხოლო განმეორებით შემთხვევაში მას 500 -ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

განისაზღვრა, რომ შემოწმების შედეგად თვითდასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულების გამოვლენა არ გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას და სააგენტო მხოლოდ ვალდებულების შესრულების მოწოდებით შემოიფარგლება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 31 მაისის მონაცემებით, საპენსიო ფონდში 5.06 მლრდ ლარია აკუმულირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები