მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო შენატანის დარღვევებზე დამსაქმებლებისთვის ჯარიმა 300 ლარამდე მცირდება - კანონპროექტი

ჯარიმა

საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობაზე დამსაქმებლებისთვის ჯარიმების შემცირება იგეგმება. ეს ერთ-ერთი სიახლეა, რომელსაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს.

კერძოდ, თითოეული სამართალდარღვევის გამოვლენისათვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება. აქამდე პირველ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარი იყო, განმეორებაზე კი 1000 ლარი.

ამასთან, იცვლება ჯარიმის დაკისრების წესიც. დამსაქმებელს ეძლევა საშეღავათო პერიოდი, 10 სამუშაო დღე, რომლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება მის მიერ ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებების [დაჯარიმების] თაობაზე დამსაქმებელს ეცნობება საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების, შესაძლოა სხვა დამატებითი ელექტრონული წყაროს მეშვეობით.

როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, შეიძლება დამსაქმებელს ჯარიმის გადახდა 18 თვეზე გადაუნაწილდეს.

საპენსიო შენატანის ვალდებულება 4 673 დამსაქმებელს აქვს დარჩენილი, ჯარიმა ₾13.4 მილიონია - ამნისტიის პირობები

"ათასობით მეწარმემ თანამშრომლების ასობით მილიონის შენატანი არ გადარიცხა" - რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები