მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს მე-9, თანამდებობრივი წევრი გიორგი გურგენიძე იქნება

გიორგი გურგენიძე

საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს მე-9 წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გურგენიძე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ის კონკურსის წესით არ შერჩეულა და მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი იქნება.

კერძოდ, მთავრობის დადგენილების თანახმად, მმართველობითი საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია. თანამდებობრივი წევრი კი დადგენილების თანახმად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ცნობისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები