საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდ-პასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ვალიდური იქნება სისტემაში.
“საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.
დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას.
გარდა ამისა, იუსტიციის სახლში გაიცემა შესაბამისი კოვიდ-პასპორტი. უკვე ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ასევე ვალიდურია ამ სისტემაში ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის. სამწუხაროდ, სისტემა ტექნიკურად არ იძლეოდა საშუალებას, რომ უკვე გაცემულ კოვიდ-პასპორტებზეც იგივე სისტემა გავრცელებულიყო. ხვალიდან გაცემული ნებისმიერი კოვიდ-პასპორტი უკვე ავტომატურად იქნება ჩართული სისტემაში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდ-პასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ. იგივეა ყველა იმ ცნობაზე, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ან ტესტირების დაწესებულების მიერ. მათ მიერ გაცემული ცნობები, რომელზედაც დატანილია QR კოდი, მხოლოდ QR კოდიანი ცნობები მოქმედებს ამ სისტემაში, იქნება ვალიდური ხვალინდელი დღიდან რომელიც გაიცემა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე, თითოეულმა ჩვენგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით, რაც შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, რადგან, როგორც ვიცით, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას იყენებს, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე გადავამოწმოთ ჩვენი სტატუსი. პირობითად, შესაძლებელია, რომ მე ვიყო აცრილი ერთი ვაქცინით, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრები, იმ ვაქცინით აცრა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მომენიჭოს მწვანე სტატუსი, შესაბამისად, შესაძლებელია მჭირდებოდეს ბუსტერ დოზა, ან სხვა მწარმოებლის მიერ ვაქცინით ვიყო აცრილი, შესაბამისად“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი