მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Market-ი 2024 წელს აპლიკაციას ჩაუშვებს

black market

კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მაღაზია Black Market-ი 2024 წელს აპლიკაციას ჩაუშვებს, რომლის დახმარებითაც პროდუქციის მიწოდება სომხეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში მოხდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Black Market-ის დამფუძნებელმა, ანუკი ბიწაძემ განაცხადა.

„ჩვენი მეზობელი ქვეყნების, სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ბაზარი უკვე შევისწავლეთ. აღნიშნულ ქვეყნებში იმ ბრენდების უმრავლესობა არ არის, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც უკვე 2024 წლის ბოლოსთვის ამ ბაზრებზე შევალთ“, - აღნიშნა ანუკი ბიწაძემ.

2024 წლის ბოლოსთვის პირველი ქვეყანა, სადაც აპლიკაციის საშუალებით პროდუქცია შევა იქნება სომხეთი. რაც შეეხება გადახდის სისტემას, ეს ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი.

Black Market - ის მაღაზიაში 200-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი, არიან 4 დიდი ბრენდის პარნტიორები და 25-მდე პარტნიორი სელერი ყავთ.

თბილისში Black Market - ის მაღაზია 2022 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. მაღაზიის გახსნისთვის განხორციელებული პირველადი ინვესტიცია 10 ათას ლარს შეადგენდა. Black Market ბარნოვის 53 ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლისთვის 200ზე მეტი დასახელების პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბრენდია ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები