მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის წლიური ანგარიშის მოსმენა კობა გვენეტაძის ავადმყოფობის გამო გადადო - კოვზანაძე

62a6fc078e37f
თელარა გელანტია
13.06.22 12:55
522
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიური ანგარიშის მოსმენა მომხსენებლის - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

ინფორმაციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს.

„მივიღეთ წერილი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არის ავად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და აქედან გამომდინარე ვერ ახერხებს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას, ეროვნული ბანკი გვთხოვს, რომ აღნიშნული საკითხი გადაიდოს. მივიღე საკითხის გადადების გადაწყვეტილება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.