მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს - შეთანხმება, რაც დამსაქმებელთან შედგა

61ebddfc73a07
ელენე გოგბერაშვილი
22.01.22 14:28
1202
სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც BM.GE-სთან მათი იურისტი აცხადებს, დამსაქმებელთან მთელ რიგ საკითხებზე მიღწეულია შეთანხმება, რაც არის მხოლოდ პირველი წინგადადგმული ნაბიჯი.

" გაფიცვა შეწყდა იმ პირობით, რომ ხელფასები, რომელიც 15 წელზე მეტია არ გაზრდილა, გაიზრდება 40%-60%-ით. მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას. ასევე გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი"-აცხადებს ომსარაშვილი.

მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო ადგილებს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.