მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 აგვისტოდან Bolt-ისა და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო

62ff757b275cb
BM.GE
19.08.22 15:33
783
1 აგვისტოდან Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც Visa-ს პრემიუმ ბარათების მფლობელები თბილისისა და ბათუმის აეროპორტის მგზავრობებზე, განსაკუთრებული - 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

კამპანია სამი თვის განმავლობაში იქნება აქტიური და მომხმარებლების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.



აღსანიშნავია, რომ Bolt და Visa მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბაზარზე თანამშრომლობენ, მომხმარებელს კი ერთობლივად სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის აქციებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ამჯერად, უკვე საქართველოში Bolt და Visa გთავაზობთ ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მგზავრები შეძლებენ სპეციალური, 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას.



"ზაფხულში, როგორც იცით შიდა და გარე ტურისტული გადაადგილება აქტიურდება, შესაბამისად ჩვენ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა კამპანია, რომელიც Visa-ს პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის აეროპორტის მგზავრობებს ბევრად შეღავათიანს და კომფორტულს გახდიდა.

ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ მომხმარებლების კმაყოფილებას, ვიზრუნოთ მათ სასიამოვნო გადაადგილებაზე და შევთავაზოთ აქციები, რომლებიც მგზავრობას კიდევ უფრო მოსახერხებელსა და სასიამოვნოს გახდის.

კამპანიის პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა ისარგებლა ფასდაკლებით, რაც ძალიან გვახარებს.

აქცია, როგორც აღინიშნა, სამი თვის განმავლობაში იქნება აქტიური და გაცილებით მეტ მომხმარებელს ექნება საშუალება თავიანთი მოგზაურობა მეტად კომფორტული გახადოს” - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.


R