მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa და Roamingo მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებისთვის ახალ სერვისს სთავაზობენ

Roamingo
22.04.24 13:57
357
სტატიაში საუბარია:

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, Roamingo-სთან თანამშრომლობა დაიწყო, მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შექმნის მიზნით. Roamingo არის საქართველოში შექმნილი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 190 ქვეყანაში, როუმინგით სარგებლობის შემთხვევაში, მოგზაურებისთვის ინტერნეტთან უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს.

"Visa თავის მომხმარებლებს, ტრადიციულად, გამორჩეულ სამოგზაურო შესაძლებლობებს სთავაზობს. მიხარია, რომ Roamingo-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს Visa- მომხმარებლებს, უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ ინტერნეტთან, რათა მათი მოგზაურობა უფრო მოქნილი, სწრაფი და კომფორტული გახდეს”,

- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa- რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

პარტნიორობის ფარგლებში, სერვისით სარგებლობა შესაძლებელია Roamingo-ს მობილურ აპლიკაციაში Visa-ს ბარათით ნებისმიერი როუმინგ პაკეტის შეძენისას, სადაც მომხმარებელი Visa-სგან საჩუქრად დამატებით 1 GB-ს მიიღებს. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის მაისის ბოლომდე.

"Visa და Roamingo-ს შორის თანამშრომლობა სასიამოვნო სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის: ჩვენი პარტნიორობით, Roamingo-ს სწრაფი ინტერნეტპაკეტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება Visa-ს ერთგული მომხმარებლისთვის. როუმინგო-ს აპლიკაციაში მყისიერი საჩუქრის აქტივაციით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოგზაურებისთვის საუკეთესო გამოცდილებას, უწყვეტ ინტერნეტკავშირს და მუდმივ მხარდაჭერას მსოფლიოს 190 ქვეყანაში. გვჯერა, წარმატებული თანამშრომლობის და მომავალში სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების განვითარების, Visa-სთან ერთად.“ - განაცხადა ლევან კილაძემ, კომპანია ლემონდუს დამფუძნებელმა და როუმინგოს მმართველმა პარტნიორმა.

Visa-ს გლობალური მისიაა - დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. Visa არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის მოგზაურობის მოყვარულებს, ისარგებლონ ციფრული გადახდების უახლესი მეთოდებით 200-ზე მეტ ქვეყანაში.

Visa- შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

Roamingo-ს შესახებ

Roamingo - სწრაფი და ხელმისაწვდომი eSIM ინტერნეტი მოგზაურობისთვის. Roamingo უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს მსოფლიოს 190 ქვეყანაში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ქვეყანა და შეიძინონ გიგაბაიტები ხელმისაწვდომ ფასად, სასურველი ვადით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან. ჩვენი მიზანია, სწრაფი და მარტივი eSIM ინტერნეტის აპლიკაციით სარგებლობა სასიამოვნო და კომფორტულ პროცესთან იყოს დაკავშირებული ყველა მომხმარებლისთვის.

იხილეთ მეტი ვებგვერდზე roamingo.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები