მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 საუკეთესო ამერიკული ქალაქი ქალი მეწარმეებისათვის

5f56438af26d3
ნათია თაქთაქიშვილი
08.09.20 00:12
2182
ამერიკული Forbes-ი 10 საუკეთესო ქალაქის ჩამონათვალს აქვეყნებს ქალი მეწარმეებისათვის U.S. Census Bureau-სა და Tax Foundation-ზე დაყრდნობით.

მონაცემების მიხედვით, ათეულში წამყვან პოზიციას იკავებს ქალაქები შემდეგი შტატებიდან: არიზონა, ფლორიდა, ნევადა, ორეგონი და ვაშინგტონი.

American Express-ის და SCORE-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, აშშ-ში 12.3 მილიონი ქალი მეწარმეა. ბიზნესის შემოსავლებმა, რომელბსაც ქალები მართავენ, 68%-ით გაიზარდა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით.

საუკეთესო ქალაქების რეიტინგი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით იქნა შედგენილი: როგორია ქალი მეწარმეების პროცენტული რაოდენობა აღნიშნულ ქალაქებში; ქალი მეწარმეების შემოსავლების ფარდობა მამაკაც მეწარმეთა შემოსავლებთან მიმართებაში და ქალაქში მოქმედი საგადასახადო ტარიფები.

10 საუკეთესო ქალაქი ქალი მეწარმეებისათვის

1.სიეტლი, ვაშინგტონი
2.ფერედაისი, ნევადა
3.ორლანდო, ფლორიდა
4.სანქტ-პეტერბრუგი, ფლორიდა
5.გილბერტი, არიზონა
6.სკოტსდეილი, არიზონა
7.დურჰამი, ჩრდილოეთ კაროლინა
8.პორტლენდი, ორეგონი
9.სანტ-პაული, მინესოტა
10.ანკორაჟი, ალასკა.