მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 მაისიდან თბილისი გაიხსნება - აკრძალვები, რომლებიც მოიხსნება

5eb854bf93f19
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 23:02
9690
11 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც გადაადგილების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ეხება, მოიხსნება. 

მათ შორის:
  • "11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული,"- შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
  • "11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
არსებული გეგმის მიხედვით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს დაწესდა და ის ძალაში 22 მაისამდეა.