მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"11 სექტემბრის შემდეგ გლობალურად ავიაციას ასეთი დარტყმა არ მიუღია"

5e6fc198bed93
თათია ჩაფიჩაძე
16.03.20 23:00
602
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის შეფასებით, კორონავირუსის გამო საავიაციო ბაზარი უმნიშვნელოვანეს ზარალს მიიღებს.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას კარანაძემ განაცხადა, რომ გლობალურად მსგავსი ზიანი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ დამდგარა.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს მთლიანი საავიაციო ბაზრის ჩაკეტვა არ გვემუქრება. ავიაციას აქვს თვისება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალური ოპერირების რეჟიმს, ცხადია პროგნოზირება რთულია, თუმცა ავიაციისთვის ეს იქნება რთული და ფინანსურად დამაზარალებელი წელი.

ყველა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ ფინანსური დანაკარგები შევამსუბუქოთ. 5 მარტის შეფასებით, პანდემიის გამოცხადებამდე, ზარალი იყო 113 მლრდ, ცხადია ეს გაიზრდება.
სერიოზული ზარალი იქნება, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გლობალურად ავიაციას ასეთი დარტყმა არ მიუღია.“ - განაცხადა კარანაძემ.