მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 მლნ ლარი საქართველოს მარკეტინგისთვის - ტურიზმის ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

61e57adf45334
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.22 18:32
1108
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს საქართველოს პოპულარიზაციისთვის 12 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვა მოიცავს საქართველოს საერთაშორისო მარკეტინგს, მათ შორის ონლაინ და ბეჭდურ რეკლამებს, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ბიუჯეტს და სხვა ხარჯებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში არის დაგეგმილი.

მიმართულებების მიხედვით, 12 მილიონი ლარი ასე ნაწილდება:

1. მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები - 5,000,000 ლარი
2. (ინტერნეტ რეკლამა, რადიო, კინოთეატრები, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) - 4,880,000 ლარი
3. საერთაშორისო გამოფენები - 800,000 ლარი
4. სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები - 375,000 ლარი
5. სატრენინგო მომსახურება - 300,000 ლარი
6. სარეკლამო კლიპების გადაღება - 300,000 ლარი
7. სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება - 100,000 ლარი
8. საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით სახელოვნებო მომსახურებები მიზნობრივ ბაზრებზე - 57,200 ლარი
9. ტვირთის გადაზიდვა - 50,000 ლარი
10. სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში - 34,000 ლარი
11. ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება - 20,000 ლარი
12. ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვა - 50,000 ლარი
13. ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 16,000 ლარი
14. ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება - 5,000 ლარი


2022 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22.8 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წელს კი უწყების დაფინანსება 17.7 მილიონი იყო. პანდემიამდე, 2019 წელს ადმინისტრაციის დაფინანსება გაცილებით მეტი იყო და 50.6 მილიონ ლარს შეადგენდა.