თბილისის მერმა 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის საბიუჯეტო სახსრებით შეძენის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. ახლახან, კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კახა კალაძემ თქვა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის შექმნაზე მერია გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას გეგმავს.
რაც შეეხება 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას, მისი თქმით, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყება.
„მომავალ წელს დაგეგმილია 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, პარალელურად მზადდება ინფრასტრუქტურა, რომ ამ ავტობუსებმა შეუფერხებლად შეძლონ დედაქალაქში გადადგილება. ავტობაზა მნიშვნელოვანია, რომ ამ 18-მეტრიან ავტობუსებს მოემსახუროს. ამაზე გვაქვს მზაობა, რომ გამოვაცხადოთ გამარტივებული შესყიდვა და სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ავტობუსების დამზადებას გარკვეული დრო დასჭირდება და მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ შემოყვანას“, - განაცხადა მერმა.
კითხვაზე - როდის შეეძლებათ ადამიანებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ, - კალაძემ თქვა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა უკვე გაკეთებულ საქმეებსა და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით მომავალ კვირას საზოგადოებას პრეზენტაციას წარუდგენს.
„როდესაც 2017 წლიდან დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება, საზოგადოებას ავუხსენით რა მდგომარეობაში ვიყავით, რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე ვიდექით, რას ვაპირებდით, რა გავაკეთეთ, დღეს რა გვაქვს პრობლემა და რას ვაპირებთ ამაზე მომდევნო კვირას საზოგადოებას პრეზენტაციას წარვიდგენთ. 2017 წლის შემდეგ რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა პრობლემები გვაქვს და როგორ ვხედავთ და ვგეგმავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას“, - განაცხადა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა