მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის შექმნაზე გამარტივებულ შესყიდვას გამოვაცხადებთ“

637fcdd03897e
ალა ისპირიანი
25.11.22 00:00
546
თბილისის მერმა 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის საბიუჯეტო სახსრებით შეძენის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. ახლახან, კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კახა კალაძემ თქვა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის შექმნაზე მერია გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას გეგმავს.

რაც შეეხება 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას, მისი თქმით, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყება.

„მომავალ წელს დაგეგმილია 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, პარალელურად მზადდება ინფრასტრუქტურა, რომ ამ ავტობუსებმა შეუფერხებლად შეძლონ დედაქალაქში გადადგილება. ავტობაზა მნიშვნელოვანია, რომ ამ 18-მეტრიან ავტობუსებს მოემსახუროს. ამაზე გვაქვს მზაობა, რომ გამოვაცხადოთ გამარტივებული შესყიდვა და სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ავტობუსების დამზადებას გარკვეული დრო დასჭირდება და მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ შემოყვანას“, - განაცხადა მერმა.

კითხვაზე - როდის შეეძლებათ ადამიანებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ, - კალაძემ თქვა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა უკვე გაკეთებულ საქმეებსა და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით მომავალ კვირას საზოგადოებას პრეზენტაციას წარუდგენს.

„როდესაც 2017 წლიდან დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება, საზოგადოებას ავუხსენით რა მდგომარეობაში ვიყავით, რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე ვიდექით, რას ვაპირებდით, რა გავაკეთეთ, დღეს რა გვაქვს პრობლემა და რას ვაპირებთ ამაზე მომდევნო კვირას საზოგადოებას პრეზენტაციას წარვიდგენთ. 2017 წლის შემდეგ რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა პრობლემები გვაქვს და როგორ ვხედავთ და ვგეგმავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას“, - განაცხადა მან.