მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ფრენებს ვერ განახორციელებს - კალაძე

646359dd6758b
BM.GE
16.05.23 14:47
542
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერცერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს, ამას სწავლობს შესაბამისი უწყებები, შესაბამისი სამსახურები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ავიაკომპანია „აზიმუტს“, რომელსაც საქართველოში რუსეთიდან ფრენების დაწყება სურს, ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ჰქონდა მოხსენიებული.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს, ამას სწავლობს შესაბამისი უწყებები, შესაბამისი სამსახურები. ის კონკრეტული ფაქტი, რაზეც საუბრობთ ძალიან ცუდია, თუმცა აფხაზეთი ამოღებულია უკვე და დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალში არ არის, ხაზს ვუსვამ, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ იფრენს“, - ამბობს კალაძე.

რაც შეეხება თავად ფრენების საკითხს, კალაძის თქმით, მისასალმებელია, რომ მოქალაქეები სხვა ქვეყნის გავლის გარეშე შეძლებენ ჩასვლას რუსეთის ამა თუ იმ ქალაქში.

"რაც შეეხება ფრენებს რუსეთიდან, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. ხვალიდან იწყება პირდაპირი ფრენები, რაც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, რომ პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჩასვლა, სხვა ქვეყნის გავლის გარეშე", - აცხადებს თბილისის მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები