მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ საქართველოს, იმოქმედოს ავიაციაში EU-ს სანქციების შესაბამისად - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

6467845997807
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.23 18:25
653
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიერ საავიაციო სექტორში დაწესებული სანქციების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ Twitter-ზე სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

“ჩვენ იმედგაცრუებას გამოვთქვამთ საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. ეს საქართველოს ინტერესების საზიანოა და ის ქვეყნის მიერ აღებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის საპირისპიროა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, ავიაციის სექტორშიც, იმოქმედოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად,”- ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დღეიდან რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგა. პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა შეასრულა. ხვალიდან კი მოსკოვის მიმართულებით ფრენას "ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს. 2 ივნისიდან კი რუსული ავიაკომპანია რედ ვინგსი თბილისი-სოჭის და მოსკოვი ქუთაისის მიმართულებითაც დაიწყებს ფრენების შესრულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები