მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 საკითხი, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება

62b0186c49def
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.22 10:48
1085
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს განიხილავს.

განსახილველ საკითხთაგან პირველი 11-ის მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილია, ბოლო 2-ის კი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ეს საკითხებია:

1. საქართველოს კანონის პროექტი „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მ და მ კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული ქსელისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი გოჩა ძნელაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბილდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნითასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №1195 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ცისკარი როიალ პალასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”;

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოკო კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 თებერვლის №146 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „გურია ინვესტ ჯგუფის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”;

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „კამარა ექსპრესის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“;

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ფ/პ ზვიად ზაკუტაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”;

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ჯიენდის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”;

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ურბნისის ქარის’’ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”;

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „თბილისი ჰესი’’-ს ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”

14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ბრეთის ქარის ელექტროსადგურის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“;

15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „მმმმ აჭარას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”;

16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის N133 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;

17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”;

18. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ”;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები