მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვე გარიგების გარეშე - საქართველოს საფონდო ბირჟის ბრუნვა 0 ლარია

60910cf8ee602
BM.GE
04.05.21 14:00
2445
საქართველოს აქვს საფონდო ბირჟა, თუმცა ამ ბირჟაზე უკვე 2 თვეზე მეტია, რაც სავაჭრო სესიებზე არცერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა

ამჟამად ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა კი 2.38 მილიარდი ლარია, თუმცა ამ ფასიან ქაღალდებზე მარტის და აპრილის განმავლობაში საბირჟო გარიგებები საერთოდ არ დადებულა.

საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ 8 საბირჟო გარიგება შედგა, მათი მოცულობა კი 2,453 ლარს შეადგენდა. სავაჭრო სესიებზე ბოლო გარიგება 23 თებერვალს დარეგისტრირდა, რომლითაც "ლიბერთი ბანკის" 366 ლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

"საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით,"- ნათქვამია საფონდო ბირჟის ვებგვერდზე.