მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვეში საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 2,429 ათასი დოლარი შეადგინა

60db186d93218
BM.GE
29.06.21 16:53
2686
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით 376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 14 ტონით (4%), ხოლო ღირებულება 307 ათასი აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ამავე პერიოდში, მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ შეადგინა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), ყატარში (1.5 ტონა) და მოლდოვაში (0.9 ტონა).