მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან $14.4 მლნ ღირებულების მოცვია ექსპორტირებული

64a7d84ee4472
BM.GE
07.07.23 13:49
1136
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 766 ტონით (4-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.7 მლნ აშშ დოლარით (3.9-ჯერ) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 207.1 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), არაბთა გაერთიანებული საემიროებში (33.3 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (15.5 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (4.3 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.2 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენ ქვეყნებში (3.0 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები