მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, სად არის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი? - განმარტება

64883049eb061
თინათინ ნატმელაძე
13.06.23 13:14
10307
"ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე გვიფიქსირდება, შემდეგ მელიქიშვილზე, პეკინის გამზირი, დადიანის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი და ასე შემდეგ - ყველა მთავარ გამზირზე გვაქვს აზოტის გამონაბოლქვის გადაჭარბება, რიგ შემთხვევაში ორჯერადი გადაჭარბებაც კი", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, 2022 წელს ჰაერის დაბინძურებამ რეკრეაციულ ზონაში, კონკრეტულად კი 9 აპრილის პარკში, პირველად გადააჭარბა დასაშვებ დონეს.

"იგივე პრობლემის წინაშე დგას ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და მცირე ზომის ქალაქებიც კი, სადაც საერთაშორისო დანიშნულების მაგისტრალები პირდაპირ ქალაქში გადის, მაგალითად ასეთია ზესტაფონი, მარნეული, ახალციხე და ასე შემდეგ", - აღნიშნავს ნოე მეგრელიშვილი.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ ამ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელი არსებობს - ეს არის აზოტის ჟანგეულები და მყარი ნაწილაკები. აზოტის ჟანგეულები კი პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან და ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც სწორედ მისგან ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები