მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებიდან სადაზღვევო კომპანიებში ივნისში 4,636 შეტყობინება შევიდა

64a114a27ff62
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 10:08
511
31 მაისიდან 30 ივნისის პერიოდში, აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, კახეთის რეგიონიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 4,636 შეტყობინება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზიანებული ფართობი, 2,6761 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ ზარალის დათვლის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ისეთ სადაზღვევო რისკებს ფარავს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

სამინისტროს ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. ალექსანდრე მოსულიშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 26,500 ლარს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“ მიიღებს. ალექსანდრე მოსულიშვილმა 3 ჰექტრამდე ფართობის დაზღვევის პოლისის შესაძენად, 1,328 ლარი გადაიხადა, 70 %-იანი თანადაფინანსება (3,100 ლარი) კი, სახელმწიფოსგან მიიღო.

„მოვუწოდებ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორმა იმედა ალხაზიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები