მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის I კვარტალში საქართველოდან კარტოფილისა და კაკლოვანი ხილის ექსპორტი გაიზარდა - სამინისტრო

ექსპორტი

2025 წლის სამი თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილისა და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა:

  • კარტოფილი - 38-ჯერ
  • გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - +93%
  • კაკლოვანი ხილი - +46%
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - +30%
  • მინერალური და მტკნარი წყლები - +17%


საანგარიშო პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 13.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი და აზერბაიჯანი.

კაკლოვანი ხილის ექსპორტი 9.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ექსპორტირებულია 15.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.

გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 16.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 10.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია ექსპორტირებულია რუსეთში.

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება 7.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 6.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 43.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა.

შესაბამისად, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა:

  • სპირტიანი სასმელები - $55.9 მლნ
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $50.1 მლნ
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $43.1 მლნ
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - $30.9 მლნ
  • კაკლოვანი ხილი - $30 მლნ
  • გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - $16.3 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები