მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთლიან ექსპორტში ადგილობრივი საქონლის წილი 60.6%-მდე გაიზარდა | რომელი საქონლის გადაზიდვები გაიზარდა/შემცირდა?

საქონელი

8 თვეში ადგილობრივი ექსპორტით მიღებული შემოსავალი 63.5%-ით 3 მილიარდ 286 ათას დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივად წარმოებული საქონლის გაყიდვაზე 60.6% მოდის.

გასულ წელს ამავე პერიოდში ადგილობრივ ექსპორტს მხოლოდ 45.2% ეკავა. წელს, მთლიან ექსპორტში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების გადაზიდვის წილის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში ნავთობპროდუქტების გადამუშავების გააქტიურება და მათი ექსპორტზე გატანაა.

იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სწორედ ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.8%-ს შეადგენს. ზრდა ფიქსირდება ასევე ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილზეა. მესამე ადგილს კი ფეროშენადნობები იკავებს. აღსანიშნია, რომ წლის ამ პერიოდში ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების გადაზიდვები შემცირებულია.

რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65% პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ 422 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 22.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები