მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

ადგილობრივი ექსპორტი

საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი 10 თვეში 57.2%-ით, 4 მილიარდ 141 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 60.2% შეადგინა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 მილიარდ 874 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6% შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში გადაზიდვები ყველაზე მეტად სირიაში გაიზარდა, რაც საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული.

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის წილიც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, მესამეზე კი - ფეროშენადნობები. ექსპორტირებულ ადგილობრივ საქონელში კლება ღვინისა და სპირტიანი სასმელების გადაზიდვებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები